თეგებით ძიება

მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე, ამ მოთხოვნაში ჩვენ ვართ კატეგორიული - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს წინააღმდეგ გაცხოველებული კამპანია მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში.

„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ. ჩვენ არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ მის საფუძველზე. ასევე, მიგვაჩნია, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგი წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ. ჩვენ არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე, იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როცა ვიხილეთ ოთხი მოსამართლის, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. თუ რაიმე შეიძლება, აღვივებდეს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსამართლო დასანქცირება. კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა