პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
პოლონეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მცირეწლოვნები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქარმა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა გაანადგურა. დაზიანდა ხეები, მანქანები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები.
უამინდობის გამო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები აუცილებელი საჭიროების გარდა.
ტატრის მთებში საფეხმავლო ბილიკები, ასევე საბაგიროები დაკეტილია.