თეგებით ძიება
01. 04. 2024 მსოფლიო

ნატოს ჯარები არ იბრძოლებენ უკრაინაში - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ნატოს ჯარები არ იბრძოლებენ უკრაინაში, თუმცა შეძლებენ სასწავლო მისიების განხორციელებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ახლა ალიანსის თითოეულ წევრ ქვეყანას ჰყავს სამხედრო პერსონალი უკრაინაში, კერძოდ, სამხედრო ატაშეები და ადამიანები, რომლებიც იქ არიან არამუდმივ საფუძველზე.

პევკური ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებს უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ლიდერი სამხედრო სწავლებას გულისხმობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა