ლატვიაში 20 წლამდე ახალგაზრდები ალკოჰოლის შეძენას ვეღარ შეძლებენ
ლატვიის ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და ამიერიდან ახალგაზრდებზე ალკოჰოლური სასმლის გაყიდვის სტანდარტები შეიცვლება. ცვლილების მიხედვით, ალკოჰოლის ყიდვა მხოლოდ 20 წლიდან იქნება დაშვებული და არა 18-დან, როგორც ახლა. სიახლის შესახებ The Mayor წერს.
კანონის დეტალებს სააღდგომო არდადეგების შემდეგ დაამუშავებენ. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ცვლილება არ აუკრძალავს 20 წლამდე ახალგაზრდებს იმუშაონ ადგილებში, სადაც ალკოჰოლს ყიდიან.
როდესაც კანონი ძალაში შევა, ლატვია გახდება ევროკავშირის მეორე ქვეყანა, სადაც სპირტიანი სასმლის ყიდვა არა 18, არამედ 20 წლიდან იქნება შესაძლებელი. ლიეტუვამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ 2018 წელს გადადგა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ლატვია 20 წლამდე მოქალაქეებს არც თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ერთჯერადი ელექტრო სიგარეტების შეძენის უფლებასაც აღარ მისცემს.
წყარო: ფორტუნა