თეგებით ძიება

ქალებს ხომ გამოუცხადეთ ომი? პასუხიც იქნება არჩევნების დღეს - ბაია პატარაია ქალთა კვოტების გაუქმებაზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია ქალთა კვოტების გაუქმებაზე სოციალურ ქსელში წერს:

ისე ქართული ოცნება / Georgian Dream საღოლ! გუშინ ვითომ ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ ზარზეიმით და დღეს თავზე გადაახიეთ კვოტები და ღიად უთხარით, რომ ყოველ მეოთხე ადგილსაც აღარ აღირსებთ ქალებს. მდიდარ კაცებს სჭირდებათ ეგ ადგილებიც და თქვენ თუ შეიძლება, ისევ გარეთ გაბრძანდითო.

აი, ნეტა გულში რას ფიქრობენ ეგ ქალები? ერთი ორს კი ისევ აქვს მდიდარი მამის მილიონების იმედი, მაგრამ უმრავლესობა ხომ საკუთარი შრომის და პარტიის იმედად იყო და ახლა ცარიელი დარჩა… ისევ მხოლოდ პარტიის კოორდინატორების მძიმე შრომა მოუწევთ ქალებს, ადგილები კი მხოლოდ ქოც კაცებს შეხვდებათ.

საერთოდ, ქალებმა რატომ უნდა მოგცენ ხმები არჩევნებზე თქვენ? 

ხოდა, იმედია, ბევრი აღარც აგირჩევთ! აი, რატომ აღარ უნდა აგირჩიონ ქალებმა, ამაზე საუბარს მე ვიკისრებ.

ქალებს ხომ გამოუცხადეთ ომი? პასუხიც იქნება არჩევნების დღეს - წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა