თეგებით ძიება
01. 04. 2024 სპორტი

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - „ნაპოლი“ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართველ შემტევს დღეს, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და „მონცასთან“ მატჩისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

„სააღდგომო დასვენების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ვარჯიში დღეს, შუადღისას განაახლა და Sscn Konami-ის ცენტრში ივარჯიშა. გუნდი კვირას, „მონცასთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) არის დაგეგმილი.

ფეხბურთელებმა, თავდაპირველად, ფიზიკური ვარჯიში ჩაატარეს, შემდეგ კი ტაქტიკურ ნაწილში ივარჯიშეს. სესია პატარა მოედანზე თამაშით დაიხურა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველ-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასული ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „მონცას“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

წყარო: Crystalsport


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა