3500-მდე მაიმუნი ქალაქს თავს დაესხა - შოკისმომგვრელი კადრები ტაილანდიდან
დაახლოებით 3500 მაიმუნი თავს დაესხა ტაილანდის, ქალაქ ლოპბურს. ისინი ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, სხდებოდნენ მანქანებში, იპარავდნენ საჭმელს მაღაზიებიდან და აზიანებდნენ ქონებას - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივმა პოლიციამ სპეციალური რაზმიც კი შეადგინა, მებრძოლები შლიფებითა და ტრანკვილიზატორებით შეიარაღდა, რათა მაიმუნები დაემშვიდებინათ და ველურ ბუნებაში გაეყვანათ. მედია წერს, რომ პოლიციამ მაიმუნების "მთავარი ბანდის ლიდერის" დაჭერა მოახერხა.