თეგებით ძიება

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი შეურაცხადად ცნეს - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შერაცხადია -  „ინტერპრესნიუსისის" ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს.

უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა