თეგებით ძიება
02. 04. 2024 სპორტი

La Gazzetta dello Sport Georgia და „დინამო თბილისი“ ოფიციალურად ითანამშრომლებენ

3 აპრილს, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ La Gazzetta dello Sport Georgia-ს და საფეხბურთო კლუბ, „დინამო თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის.

მემორანდუმს ხელს La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელი და SMH Sports-ის დირექტორი ლაშა მაჭავარიანი და „დინამო თბილისი“ გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე მოაწერენ.

აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, „დინამო თბილისი“ პასუხისმგებლობას იღებს La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიაწოდოს სპორტული სიახლეები, ასევე, ითანამშრომლოს სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და გუნდის წარმომადგენლებთან ინტერვიუების უპირატესი ჩაწერით.

La Gazzetta dello Sport Georgia უზრუნველყოფს, „დინამო თბილისის“ მატჩების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების გაშუქებას ინოვაციური მულტიმედიის საშუალებით. მაყურებლებს/მკითხველებს ექნება ექსკლუზიური წვდომა უახლეს მოვლენებზე.

La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიზანია საზოგადოებას გააცნოს „დინამო თბილისის“ მიმდინარე მოვლენები, როგორც ძირითადი გუნდის შესახებ, ასევე, ასაკობრივი გუნდისა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სიახლეები და ნიჭიერი ფეხბურთელები. აუდიტორიას მოუყვეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გუნდის გარშემო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, „დინამო თბილისის“ ისტორია და ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბის გამარჯვებები.

მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობასა და აუდიტორიის მოზიდვაზე.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან, „დინამო თბილისის,“ La Gazzetta dello Sport Georgia-ს, ადგილობრივი სპორტული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

La Gazzetta dello Sport Georgia ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ფრანჩაიზი, რომლის ოპერირების უფლება SMH Sports-მა მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა