"გლაუკომა მაქვს, კითხვა არ შემიძლია" - ვრცელდება ციხიდან გათავისუფლებული შაქრო კალაშოვის ვიდეო
ციხიდან გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ზახარ (შაქრო) კალაშოვი იზოლატორის დატოვების წინ რუსმა გამომძიებელმა ფორმალურად გამოკითხა, რისი ამსახველი ვიდეოც რუსულ სააგენტოებზე გავრცელდა.
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შაქარო კალაშოვი თავისუფალია.
რუსეთში კალაშოვი გამოძალვის ბრალდებით იყო დაპატიმრებული და სასჯელს კრასნოდარში იხდიდა.
ინტერნეტში ციხიდან გათავისუფლებული 71 წლი "კანონიერი ქურდის" ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ციხის დატოვებამდე რუსი გამომძიებელი კითხვებს უსვამს:
- თქვენი სახელი და გვარი?
- ზახარ კალაშოვი
- დაბადების თარიღი?
- 1953 წლის 20 მარტი
- დაბადების ადგილი?
- თბილისი
- რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ?
- რუსეთის
- ოფიციალურად სად ხართ რეგისტრირებული?
- მოსკოვში
- დღეს რასთან დაკავშირებით თავიუსლფდებით?
- ავადმყოფობის გამო
- ანუ, არა სასჯელის ამოწურვის მიზეზით?
- არა, ავადმყოფობის მიზეზით
- რა გჭირთ?
- გლაუკომა
- სად აპირებთ ცხოვრებას?
- მოსკოვში
- მხედველობის პრობლემა გაქვთ? შეძლებთ დოკუმენტების წაკითხვას?
- არა, არ შემიძლია...