თეგებით ძიება
02. 04. 2024 მსოფლიო

ენტონი ბლინკენი საფრანგეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი საფრანგეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება და უკრაინისა და ღაზის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.

ენტონი ბლინკენი და ემანუელ მაკრონი თებერვალში, პარიზში, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს განიხილავენ.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სტეფან სეჟურნესაც შეხვდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა