ისტორიული არჩევნები თურქეთში: ერდოღანის კრახი და ოპოზიციის გამარჯვება
2024 წლის 31 მარტს თურქეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. თურქეთის 81 პროვინციაში 1300-ზე მეტი მერი და 20,000-ზე მეტი მუნიციპალური საბჭოს წევრი აირჩიეს. ადგილობრივ არჩევნებს 10 თვით ადრე წინ უსწრებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ ერდოღანის მეთაურობით მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. 2024 წელს კი სხვა შედეგი დადგა - ოპოზიციამ გაიმარჯვა (ძლიერი უპირატესობით ყველა დიდ ქალაქში), ერდოღანმა ვერ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ადგილობრივ დონეზე. მან განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციონერ მერებთან. საგულისხმოა, რომ არჩევნებზე გაყალბების სერიოზული ფაქტები არ გამოვლენილა.
ოფიციალური მონცემებით: პირველი ადგილი დაიკავა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ ხმათა 37.8%-თ. მმართველი განვიტარებისა და სამართლიანობის პარტია 35.5%-თ მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კი ახალი კეთილდღეობის პარტიამ დაიკავა 6.2%-თ. განვითარებისა და სამართლიანობის პარტია 23 წლის მანძილზე პირველად ვერ გავიდა პირველ პოზიციაზე. ხოლო რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ 1977 წლის მერე პირველად მიაღწია ასეთ წარმატებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღიარა არჩევნებში წაგება, მაგრამ განაცხადა, რომ ეს იქნება „ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი“, და დასძინა, რომ ის პატივს სცემს შედეგს, „გამოასწორებს შეცდომებს და ხარვეზებს“
მაღალი ინფლაცია, თურქული ლირის გაუფასურება, უმუშევრობის ზრდა, ლტოლვილთა მიერ ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების წართმევა და სხვა სოციო-ეკონომიკურმა პრობლემებმა ხელისუფლების წარუმატებლობა გამოიწვია. მათ შორის არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავა მილიონობით პენსიონერმა, რომლებიც როგორც წესი ერდორანს უჭერდნენ მხარს.
ავტორი: გიორგი აბულაძე