ჩვენი ამოცანაა "გიჟებმა გადაგირბინოთ" და დავამყაროთ ღირსების (და არა თანამდებობების) თანასწორობა - თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
ყველა ქალი, რომელიც პარლამენტში მოხვდება ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან etc., გინდ კვოტით, გინდ უკვოტოდ, შერჩეული იქნება კაცების მორჩილების ნიშნით და ვერცერთი შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს.
პირიქით, ყველა მათგანი გაამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალი უნდა იყოს კაცის მორჩილი და ვინც კაცის მორჩილი არ არის - გიჟია.
ხოდა ჩვენი ამოცანაა "გიჟებმა გადაგირბინოთ" და დავამყაროთ ღირსების (და არა თანამდებობების) თანასწორობა.
ცნობისთვის, ქართული ოცნება გეგმავს 2019 წელს მიღებული ქალთა კვოტირების წესი შეცვალოს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.