ირანის პრეზიდენტი - დამასკოში საკონსულოზე მხდლური თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მხდლური დანაშაული პასუხგაუცემელი არ დარჩება".
„წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლების რწმენისა და ნების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებისა და წარუმატებლობის შემდეგ, სიონისტურმა რეჟიმმა დღის წესრიგში დააყენა ბრმა მკვლელობები თავის გადასარჩენად ბრძოლაში“, - აღნიშნა რაისმა.
შეგახსენებთ, გუშინ სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მისი წევრი დაიღუპა, მათ შორის მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი.