მატილდა გვარლიანი Models.com-მა Top-50 მოდელს შორის დაასახელა
ახალგაზრდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი TOP 50 მოდელს შორისაა! Models.com-ზე აღნიშნულია, რომ მოდელებმა, რომლებიც Top 50-ში მოხვდნენ, შეძლეს შთაბეჭდილება მოეხდინათ დიზაინერებზე, კასტინგდირექტორებზე, ფოტოგრაფებსა და ა.შ. მათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ისინი მომავალი სუპერმოდელები არიან.
მატილდა გვარლიანის ბიოგრაფიაქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, დედამ კი სახელი მატილდა შეურჩია. საბოლოოდ, ორივე დაარქვეს - მატილდა-მარიამ გვარლიანი მოდელის სრული სახელია. 22 წლის მოდელს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.