თეგებით ძიება

რა ასაკში აქვთ ახალგაზრდებს პირველი სექსუალური გამოცდილება?

 დასავლურ სამყაროში ჩატარებული მასშტაბური კვლევების შედეგად, რომელმაც ათასობით ახალგაზრდა გამოკითხა აღმოჩნდა, რომ პირველი სექსუალური კავშირი საშუალოდ 18 წლის ასაკში აქვთ ორივე სქესს.

ყველაზე გავრცელებული ასაკი სექსუალური დებიუტისთვის 16-19 წელია,  გამოკითხულთა დაახლოებით 50%-მა სწორედ ამ ასაკში დაამყარა სექსუალური აქტი. 15 წლამდე სექსი მოზარდების მხოლოდ 5-10%-ს ჰქონდა. 21 წელს მიღწეული ბიჭების 90%-ზე მეტი და გოგოების 60%-ზე მეტი ქალწული აღარაა. ყველა ქვეყანაში მდედრობითი სქესი უფრო თავშეკავებულია. 

სექსუალური პარტნიორები როგორც წესი მეგობრები ან შეყვარებულები არიან, ხშირად ღამის კლუბებში გაცნობილი ადამიანები და სხვა. ქვეყნების მიხედვით ასაკი განსხვავებულია, აშშ-სა და ბრიტანეთში 17-18 წელია, სკანდინავიის ქვეყნებში 16 წელი, იაპონიასა და რუსეთში 19 წელი. ზოგიერთ ე.წ. "მესამე სამყაროს" ქვეყნებში ეს ასაკი 20 წელს აღემატება.

კონსერვატიულ ქვეყნებში ქალწულობის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია, მათ შორის საქართველოშიც. ქალთა უმეტესობა ქალწულობას ქორწინებაში კარგავს, თუმცა, სავარაუდოდ, მონაცემთა შედარებისა და უხეში დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 1/3 ქორწინებამდე ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა