ბელარუსი ომისთვის ემზადება - ალექსანდრე ლუკაშენკო
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელორუსს არ სურს ბრძოლა, მაგრამ ომისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ქალაქ გროდნოში ყოფნისას განაცხადა, იუწყება სახელმწიფო სააგენტო ბელტა.
"არავის დაუჯეროთ, რომ ჩვენ ბრძოლა გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ — თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ბელარუსში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების წვრთნა, ჯარებს კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.
"თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ, რომ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაიწყებენ ჩვენს ქებას, ეს კატასტროფაა", — თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ არავის ემუქრება: "არავისთვის დამუქრება არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, რომ რაც გვაქვს, ეს დავამუშაოთ".