თეგებით ძიება

ხობში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა - ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა