რატომ მოკლა ცოლმა ქმარი? - ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე
სამტრედიაში 28 წლის ქალმა 36 წლის ქმარი მოკლა. მალხაზ გოგიას ცოლმა ჭრილობები, დანით, გულ-მკერდის არესი მიაყენა.
სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუცაზე, ხმაური ადგილობრივებმა ღამის 02:00 საათზე გაიგეს. გარეთ გამოსულ მეზობლებს მალხაზ გოგია, ძლიერი სისხლდენით, თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდათ. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, თუმცა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხება მომხდარის მოტივს, „მთავარი არხის“ ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ მეუღლემ მის არასრულწლოვან შვილთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, გარყვნილი ქმედების ჩადენა სცადა.