თეგებით ძიება

პირველ მარტს წამოვედი “ფორმულა-დან”, თუმცა თებერვლის თვის ხელფასი ამ დრომდე არ ამიღია - მაშო დიასამიძე

ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას ვაშუქებდი და ვაპროტესტებდი, ახლა კი  თავად იმავეს წინაშე აღმოვჩნდი -  ტელეკომპანია „ფორმულას" ყოფილი ჟურნალისტი მაშო დიასამიძე, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:

პირველ მარტს წამოვედი “Formula • ფორმულა-დან” უკვე 2 აპრილია, თუმცა ჩემი ნამუშევარი თებერვლის თვის ხელფასი ამ დრომდე არ ამიღია.

ამ დრომდე ვერც პასუხი მივიღე დირექტორისგან და ეიჩარისგან - თუ როდის მივიღებ კუთვნილ ანაზღაურებას. 

სულ მცირე ირონიულია ეს სიტუაცია იმ ფონზე, რომ ამ კომპანიაში მუშაობისას სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას ვაშუქებდი და ვაპროტესტებდი, ახლა კი  თავად იმავეს წინაშე აღმოვჩნდი. 

პ.ს 1 წელზე მეტი კომპანიის “კრიზისულ” მდგომარეობაში რომ შედიხარ და დღეს შესაბამის პასუხსსაც ვერ იღებ,  ძალიან სამარცხვინოა - წერს მაშო დიასამიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა