თეგებით ძიება
02. 04. 2024 მსოფლიო

რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში სომხეთს არასწორი არაფერი გაუკეთებიათ.

აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა თავისი პარტიის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტნიორები ვერ მიუთითებენ რაიმე კონკრეტულზე და ვერ იტყვიან, რომ არსებობდა რაიმე ვალდებულება, რომელიც სომხეთს არ შეუსრულებია.

„ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს და ველოდებით ამ ლეგიტიმურ კითხვებზე არსებით პასუხებს. ვინაიდან ეს პასუხი არ გაჟღერებულა, რაც არ უნდა თქვან, ეს საკითხს ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა