მძიმე კადრები ტაივანიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან გარდაცვლილები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ
ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.
შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მათ გადასარჩენად. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, სხვა შენობები, განადგურებული ავტომობილები.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.