სულ მცირე 77 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი - მიწისძვრა ტაივანში
ტაივანში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. როგორც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სულ მცირე 77 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
არსებული ცნობით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 700-ს სცდება.
როგორც CNN წერს, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა არის დაზიანებული.
აღსანიშნავია რომ ეს, ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. სტიქიის ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჰუალიენის ოლქის სიახლოვეს იყო.
როგორც ჩინურ მედიაში დაიწერა, მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფუძიანის პროვინციის ნაწილებშიც იგრძნობოდა.
ხოლო იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებზე ცუნამის საფრთხეა.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.