თეგებით ძიება

შარშან ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ ჩაშალეს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ პროექტთან დაკავშირებით, წელს ყველას მოუწევს დისკუსიაში შემოსვლა - მამუკა მდინარაძე

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, მათმა ლობისტებმა ჩაშალეს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ პროექტთან დაკავშირებით, წელს ყველას მოუწევს დისკუსიაში შემოსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა „ქართული ოცნების“ უპირველესი პასუხისმგებლობაა.

„სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა