ქუჩაში გამოსვლის დროა - რომან გოცირიძე
ქუჩაში გამოსვლის დროა! ამ პოსტით ეხმაურება საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, განსახილველად დაბრუნდეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი.
„ქუჩაში გამოსვლის დროა!“ - წერს რომან გოცირიძე და კომენტარშივე დასძენს, რომ „ხელისუფლება რუსულ კანონს აბრუნებს“.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.