მივმართავთ ოცნებას - რუსულ კანონს არ გაგატანინებთ! - „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“
მოძრაობა "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" ქართული ოცნების მიერ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება.
"ზუსტად 1 წლის წინ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მარტის გამარჯვებისთვის. მივმართავთ ქართულ ოცნებას. სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.