თეგებით ძიება

დავით ბერძენიშვილი ივანიშვილზე: მწარედ დაისჯება, ძალიან მწარედ... საშვილიშვილოდ!!!

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მმართველი პარტიის მიერ ე.წ. "გამჭირვალობის შესახებ" კანონის ხელახლა მიღებას ეხმაურება:

რუსულ კანონს ვაბრუნებთო, ქოცობის წვრილფეხობამ. 

პუტინის გამარჯვება ირწმუნა ბიძინამ, როგორც ჩანს. ამიტომაც პერმანენტულად, ყოველდღიურად  აძლიერებს ანტიდასავლურ ხაზს - ბრიუსელს ეუბნება, შენს მიერ შესრულებულად ჩათვლილ ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის რეკომენდაციას თავზე გადაგახევო, ვაშინგტონს - აბა ჩვენს მოსამართლეებს სანქციები მოუხსენიო, ხომ ვერაფერი დაგვიმტკიცეო...   

ამერიკის წაფორხილებამ უკრაინისთვის 60 მილიარდის გამოყოფაში, ავდეევკის აღებამ, კიდე სხვა ლოკალურმა მოვლენებმა შეცდომაში გააჯიუტა ბიძინა ივანიშვილი. 

სტრატეგიული სიმართლე კი სულ სხვაა - პუტინის რეჟიმი ისევე დაემხობა, როგორც ჰიტლერის ნაციზმი განადგურდა და ამოიშანთა. 

როგორც ვერ განსაზღვრა მიუნჰენის სამარცხვინო გარიგებამ, ავსტრიის ანშლუსის გადაყლაპვამ, ჰიტლერის მხრიდან ჩეხოსლოვაკიის სრულმა ანექსიამ მსოფლიოს ახალი წესრიგი  და დასავლეთმა მაინც იპოვა სწორი ვექტორი და გასრისა აგრესორი, ასე იქნება ახლაც. 

ტრამპისტების და სხვათა უპასუხისმგებლობა მსოფლიო წესრიგის და პროგრესის წინაშე ვერ შეცვლის  მთავარ ამერიკულ პარადიგმას - ბოროტების იმპერია უნდა დაინგრეს! 

ჯენზისაც ამოწმებს ბიძინა. პასუხსაც მიიღებს!

წაესაკრება შინ და გარეთ!

მწარედ დაისჯება, ძალიან მწარედ...საშვილიშვილოდ!!!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა