თეგებით ძიება

„უნდა ვიყოთ ერთიანი - არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმიანება.

„რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს“, - წერს სააკაშვილი.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა