თეგებით ძიება

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

82 მომხრე, 15 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობაც უჭერს მხარს.

„გირჩის” კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციის ნაწილი და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა