აშშ არ უჭერს მხარს უკრაინაში უცხოური ჯარების გაგზავნას - ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ უჭერს მხარს უკრაინაში უცხოური ჯარების გაგზავნას.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას ეწინააღმდეგება, ვინაიდან, არ სურს „ამ კონფლიქტის მხარე გახდეს“.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას, ბლინკენმა დადებითად უპასუხა.
„პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა ნათელია. უკრაინის მიწაზე ამერიკელი ჯარები არ იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.