თეგებით ძიება

თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, ბოდიშის მოხდაა საჭირო - თალაკვაძე ოდიაშარიაზე

"თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, მაშინ მიმაჩნია და მიგვაჩნია, რა თქმა უნდა, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო და ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს", - ასე გამოეხმაურა ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ დეპუტატი ქალების შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოხსენიებას.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში. 

დღეს პარლამენტში კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, რასაც პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა