თეგებით ძიება

რამდენი ნარკომანი შევა, სულ საშიშია, მოაშორონ აქედან – ქუთაისში ნარკოლოგიური დისპანსერის ყოფილი შენობა დაიწვა

ქუთაისში, ნარკოლოგიური დისპანსერის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა. megatv.ge -ის ინფორმაციით, ცეცხლი გვლესიანის ქუჩაზე მიმდებარე სახლის ნაწილზე გადავიდა, რომელშიც ახლა არავინ ცხოვრობს. ხანძარი ეკიდა სახლის სახურავის ნაწილს.

ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები.

შენობა წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობაში ნებისმიერ გავლელს შეეძლო შესვლა, ხანძარი კი აქ პირველი შემთხვევა არაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა