სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და ობის სოკო - პოპულარული საშაურმე "OK შაურმა” დალუქულია
წერეთლის გამზირზე მდებარე პოპულარული საშაურმე "OK შაურმა” დალუქულია, მფლობელი კი დაჯარიმებული. „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდის ინფორმაციი, ობიექტზე უვარგის და საშიში ხორცისგან დამზადებულ საკვებს ყიდდნენ. საშაურმეს ბევრი არასრულწლოვანი მომხმარებელიც ჰყავდა. "OK შაურმასთან" ახლოს სკოლაა. აქ დღის განმავლობაში ათობით კილოგრამი ხორცის პროდუქცია მზადდებოდა.
დაავადებული ხორცის წარმოების შემთხვევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ გამოავლინა, რაც "OK შაურმის" მომხმარებელი მძიმე ინტოქსიკაციით კლინიკაში მოხვდა. ჩატარდა არაგეგმური შემოწმება. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, შაურმაში არაერთი პათოგენური მიკროორგანიზმი აღმოჩნდა, მათ შორის სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და ობის სოკო.