თეგებით ძიება

ამ კანონის პირობებში, რომლის მიღებასაც აპირებს პარლამენტი, რა დაუშავდებოდა ლიბერალს? რაშია პრობლემა? - შორენა შავერდაშვილი

ონლაინ  გამოცემა ლიბერალის ყოფილი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა დაინიცირებულ გამჭვირვალობის კანონს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

მოდით, ისევ ჩემს გამოცდილებას დავაყენებ ეჭვქვეშ: 

ლიბერალი, დამოუკიდებელი ბეჭდური და ონლაინ გამოცემა, რომლის რედაქტორი და გამომცემელიც ვიყავი, ჩემს პარტნიორებთან ერთად, ძირითადად, უცხოური გრანტებით ფინანსდებოდა: სოროსის ფონდი, NED, IREX, USAID, Boell და ასე შემდეგ; სარეკლამო შემოსავლების მოშთობის პირობებში, რაშიც წინა ხელისუფლებას ბადალი არ ჰყავდა, ამ გრანტების გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებდით!

ამ კანონის პირობებში, რომლის მიღებასაც აპირებს პარლამენტი, რა დაუშავდებოდა ლიბერალს? დონორებს რომ ვაბარებთ ანგარიშებს, 6 თვეში ერთხელ, რა მოხდებოდა, ეს ანგარიშები რომ გაგვესაჯაროვებინა? ძირითად მუხლებზეა ლაპარაკი და მიზნობრიობაზე, არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე, ხომ? ვიღებდით ფულს მედიასაშუალების / ლიბერალის არსებობისთვის და ვაკეთებდით მედიასაშუალებას / ლიბერალს იმ სარედაქციო პრინციპებით და ჟურნალისტური სტანდარტებით, რაც სწორად მიგვაჩნდა. ჰოდა, რაშია პრობლემა?

არანაირი კანონი არ მავალდებულებდა, მაგრამ როგორც კი მე-9 არხის სარეკლამო დაფინანსება მივიღეთ, რომ შეგვევსო ჩვენი არსებობისთვის საჭირო ბიუჯეტი, ამაზეც დიდი სარედაქციო წერილი (ედითორიალი)  დავწერე და ჩავაბარე საზოგადოებას ანგარიში, რასაც მაშინაც არ ჩაუვლია აყალ-მაყალის გარეშე, მაგრამ ამით ლიბერალს რა დაუშავდა?

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ არის პასუხისმგებლიანი მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ქვაკუთხედი? 

რუსული კანონია და არ ვარგაო - ამას არ მივიღებ პასუხად. იქნებ რამე საგნობრივი არგუმენტები მითხრათ, მართლა მაინტერესებს!

ისიც ფაქტია, რომ ამერიკული "ფარადან" არ უნდა ვიღებდე ინფორმაციას ჩვენი პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფები ვის და რამდენს უხდიან და რისთვის - წერს შორენა შავერდაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა