ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი ქალაქ რიზეში დაჯდა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი, ძლიერი ქარის გამო, აეროპორტში ვერ დაჯდა.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რეისი ბათუმის ნაცვლად, თურქეთში, ქალაქ რიზეში დაჯდა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარაში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.