თეგებით ძიება

ვინ არიან “კანონიერი ქურდები", რომლებმაც 130 000 ლარის ამოღებად "გარჩევა" მოაწყვეს - დაკავებულია 8 პირი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 32 წლის ნიკოლოზ გითოლენდია (იგივე “ნიკა გალსკი“) და 33 წლის ნოდარ შუკაკიძე (კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც “გლდანსკი“) არიან ის ე.წ. “კანონიერი ქურდები“, რომლებსაც ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართეს.

უცხოეთში მყოფი ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდები“ ერთ-ერთი მოქალაქისგან უკანონოდ 130 000 ლარის ამოღებას ცდილობდნენ.

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი პოლიციამ უკვე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ერთ-ერთ დაკავებულს შორის, სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით, 130 ათას ლარზე ფინანსური დავა წარმოიშვა, კომპანიაში დასაქმებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დახმარებას დაჰპირდა და კრიმინალურ “ავტორიტეტებს“ მიმართა, მათ შორის - საკუთარ შვილს. მათ საქმის კურსში ჩააყენეს ე.წ. "კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდეგ კი "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს თანხის გადახდა დააკისრეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა