თეგებით ძიება
04. 04. 2024 სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

მარტის მატჩების შემდეგ ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მცირე წინსვლა განიცადა.

ვილი სანიოლის გუნდს ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას რეიტინგში 21.31 ქულა შეემატა და ჯამში 1333.76 ქულა აქვს, რის შედეგადაც ორი საფეხურით დაწინაურდა და 75-ე ადგილზეა.

73. ჩრდ. ირლანდია - 1341.05

74. ბოსნია - 1335.6

75. საქართველო - 1333.76

76. გვინეა - 1324.65

77. ომანი - 1323.23

ევრო 2024-ზე საქართველოს მეტოქეებს რაც შეეხებათ, პორტუგალია მე-6 ადგილზეა, ჩეხეთი 36-ე საფეხურს იკავებს, ხოლო თურქეთი მე-40 პოზიციაზეა.

მოწინავე ათეულში ლიდერი არ შეცვლილა, პირველ ადგილზე ისევ არგენტინაა. სამაგიეროდ რამდენიმე ცვლილება მოხდა. ბელგიამ და ინგლისმა, ასევე, პორტუგალიამ და ნიდერლანდებმა გაცვალეს ადგილები.

1. არგენტინა - 1858 ქულა

2. საფრანგეთი - 1840.59

3. ბელგია - 1795.23

4. ინგლისი - 1794.9

5. ბრაზილია - 1788.65

6. პორტუგალია - 1748.11

7. ნიდერლანდები - 1742.29

8. ესპანეთი - 1727.5

9. იტალია - 1724.6

10. ხორვატია - 1721.07

ფიფას რეიტინგი სრულად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა