თეგებით ძიება

“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” - ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა, ფერიდე შაინიძემ ქმრის მიერ მოკლულ ქალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ პოსტზე კომენტარი დაწერა.  “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – დაწერა შაინიძემ. აღნიშნულმა კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

“მეტრონომი” დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფერიდე შაინიძეს, რომელმაც სამუშაო საათებში დაადასტურა, რომ ნამდვილად იკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ასევე მან დაადასტურა, რომ კომენტარი, რომელიც ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოზე დაწერა, მას ეკუთვნის და საუბარში განმარტა, რომ ის არამარტო მოკლულ ქალბატონს, არამედ ყველა “თავშიავარდნილ ქალს” ეხება.

“მეტრონომი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელსაც, რომელმაც ნამდვილად დაუდასტურა, რომ შაინიძე ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორია.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა