თეგებით ძიება
04. 04. 2024 მსოფლიო

ყირგიზეთმა "უცხოური გავლენის აგენტების" კანონი მიიღო

ყირგიზეთმა "უცხოური გავლენის აგენტების" კანონი მიიღო. შესაბამის განკარგულებას ხელი ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა მოაწერა.

ის 2021 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავს დებულებებსა და მუხლებს შეიცავს და დამატებით ვალდებულებებს უწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც "პოლიტიკურ" საქმიანობას ეწევიან.

კანონის მიღებას ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანოები აკრიტიკებენ.

ევროპის უსაფრხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ თებერვალში ყირგიზეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონპროექტის მიღება ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და მედიაზე.

ჟაპაროვის ოფისი კი განცხადებაში ირწმუნება, რომ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების "უფრო მეტი გამჭვირვალობისთვისაა" შექმნილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა