თეგებით ძიება

"მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო" - ბექა ოდიშარია

"ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი" უწოდა დღეს "ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მისივე უცენზურო გამონათქვამებს და თავის მართლება ტრადიციულად, ოპონენტებისა და კრიტიკულ მედიაზე გადაბრალებით სცადა. 

"გუშინ, ჭიქაში ატეხილი ეს ქარიშხალი ვფიქრობ, მე ძალიან მკაფიოდ განვმარტე, რომ აბსოლუტურად არ იყო კავშირი ქალთა კვოტირებასთან და არ იყო დაკავშირებული ჩემი თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან, ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ გუშინ ადამიანურად საკუთარ თავს, ღირსებასა და ჩემს მეგობრებს და აქ მსხდომ ყველა ადამიანს ვეცი პატივი და განვმარტე, თუ რა და როგორ იყო და არა მითითებით იმ არხის, რომლის დამფუძნებელიც ითხოვდა, როგორ გავიმეორე არც კი ვიცი, მოეტანათ სტუდიაში ვიღაც- ვიღაცებს საკუთარი მშობლების რაღაც-რაღაცები იმისათვის, რომ მერე მას განეხორციელებინა გარკვეული ძალადობა. ეს ვიდრე პრეზიდენტს უწოდებდა იმას, რაც უწოდა, ვიდრე აშშ-ის ელჩს უწოდებდა იმას რაც უწოდა, საპატრიარქოს, პატრიარქს, სინოდის წევრებს და ა.შ.

მას შემდეგ, რაც მე ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომდა ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს და საზოგადოებას ვამცნე რა პროპაგანდის ტირაჟირებაში აპირებენ მის დახარჯვას, ამის შემდეგ გამოიყენეს სპეცტექნიკა და წყლის დასალევად გასულს... კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე იმ ადამიანებს ვინც აქ ბრძანდებიან, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას.

რა არის ეს? რა სინდრომი ქვია ამას? გეუბნები რომ შენ არ მიგულისხმიხართქო და მაინცდამაინც საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია, მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია, თუ რა უბედურებაა ვერ გავიგე რა." 

ეს არის კიდევ ერთი შანსი კიდევ ერთი ფუთფუთის , ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების...", - განაცხადა ოდიშარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა