რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა - პესკოვი
ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი უკვე ჩართულია უკრაინის კონფლიქტში.
„ნატოს ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე ჩართულია უკრაინის გარშემო კონფლიქტში. ნატო ჩვენი საზღვრებისკენ გადაადგილებას, ჩვენი საზღვრებისკენ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას აგრძელებს“, - აცხადებს პესკოვი.