თეგებით ძიება

ხინკალი, აჭარული ხაჭაპური - კიდევ რომელი ქართული კერძი მოხვდა მსოფლიოს ას საუკეთესო კერძს შორის

Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძში ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი და შემწვარი წიწილა მოხვდა. რეიტინგში ხინკალი 29-ე, აჭარული ხაჭაპური 55-ე, მწვადი 66-ე, ხოლო წიწილა 92-ე ადგილზეა.

„ხაჭაპური არის ყველაზე ცნობილი კერძი საქართველოში. არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია იმერული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის, კარაქისა და უმი კვერცხისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მონაცემების თანახმად, ას საუკეთესო მსოფლიო კერძს შორის პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:

პიკანჰა (ბრაზილია), რეიტინგი - 4.75

როტი კანაი (მალაიზია), რეიტინგი - 4.74

ფატ კაფრაო (ტაილანდი), რეიტინგი - 4.73

პიცა ნაპოლეტანა (იტალია), რეიტინგი - 4.70

გოტი (ჩინეთი), რეიტინგი - 4.70

ხაო სოი (ტაილანდი), რეიტინგი - 4.70

კარაქი ნიორი ნაანი (ინდოეთი), რეიტინგი - 4.67

ტანგბაო (ჩინეთი), რეიტინგი - 4.67

მწვადი (რუსეთი), რეიტინგი - 4.66

პანანგ კარი (ტაილანდი), რეიტინგო - 4.65

ცნობისთვის, მსოფლიოს 100 კერძი შეირჩა 10 927 კერძიდან 395 205 მომხმარებლის შეფასების საფუძველზე.

ბიზნესპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა