მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა
ხუან ვისენტე პერესი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის ტიტულს ატარებდა, 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩვენი მოხუცი დონ ვისენტე... ის ყოველთვის გვემახსოვრება მისი ოპტიმიზმით, რწმენით, იმედით და ჩვენი ტაჩირისადმი (შტატში ვენესუელაში - რედ.) ღრმა სიყვარულით. ყოველთვის იქნება სიკეთის, სიბრძნისა და სიხარულის სიმბოლო, რის გამოც მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე, ჩემო ძვირფასო მოხუცო, არასოდეს დაგივიწყებთ", - დაწერა ტაჩირის გუბერნატორმა ფრედი ბერნალმა.
პერესის გარდაცვალებას ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა:
"ხუან ვისენტე პერეს მორამ 114 წლის ასაკში დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს და ტაჩირის მთელ მოსახლეობას. მშვიდად განისვენე", - წერს მადურო სოციალურ ქსელში.
პერესი 1909 წლის 27 მაისს დაიბადა, ის 10-დან მეცხრე შვილი იყო. მას ედიოფინა დელ როსარიო გარსიასთან 11 შვილი ჰყავდა - ექვსი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი, 42 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 12 შვილთაშვილის შვილი.