თეგებით ძიება
05. 04. 2024 ვიდეო

"სახის და ყელის არეში იძალადა, მახრჩობდა... გთხოვთ, დაგვიცავით" - რას წერს კონტროლიორი, რომელსაც მგზავრი დაუპირისპირდა? (ვიდეო)

მეტროსადგურ "ახმეტელის თეტრთან” მგზავრი კონტროლიორს დაუპირისპირდა. კონტროლიორი, დავით გიგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მგზავრმა მასზე იძალადა.

"მეგობრებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც აინტერესებს გუშინ 04 აპრილს ტიკტოკზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ამ მოქალაქემ გაავრცელა, რომელიც ფოტოზეა, რა მოხდა რეალურად. რომლის ფოტოს გასაჯაროება გადავწყვიტე, მეტი გზა არ დამიტოვა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა ორი მოქალაქე დააჯარიმა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც გაირკვა იყვნენ ცოლ-ქმარი, გამოხატა აგრესია მოქალაქეების მიმამრთ რაც არის ტყუილი. არსებობს, ვიდეო კადრები. შემდეგ რა ვიდეოც გაავრცელა, ეჩხუბაო იმ მოქალაქესო, მათთან რომ ვერაფერს გახდაო. ეს არის სიცრუე და აგებს პასუხს. ორი მოქალაქე, რომელიც ჩამობრძანდა მარშრუტი # 297 დან გამოხატეს აგრესია, როგორც აღმოჩნდა ცოლ-ქმარი,  რომ თუ რატომ იდგნენ ავტობუსის გაჩერებაზე კონტროლიორები და რატომ არ იყვნენ ავტობუსში და ისე არ შეამოწმეს მგზავრები. მათ ჩამოსვლისას ჰქონდათ შეძენილი სამგზავრო ბილეთები, მაგრამ გამოხატეს დიდი აგრესია და იქ მყოფი სხვა მოქალაქეები ააბუნტეს და კონტროლიორებს როგორც ფიზიკურად ისე სიტყვიერათ გაგვისწორდნენ. ჯარიმა ამ კონკრეტული მარშუტიდან არ დაწერილა. იყო ხელით შეხება, იძალადა მგზავრის მეუღლემ სახის და ყელის არეში, ასევე ის მამაკაცი რომელიც მახრჩობდა  იმ ჩხუბის შემდეგ შემთხვევით შემხვდა და გამოვხატე აგრესია. მე მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოხდეს ამ მოქალაქის იდენტიფიცირება, ცილისწამების, დაბრალების, ცრუ ინფორმაციისთვის, ცრუ ვიდეოს ატვირთვისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის,ჩემი აბუჩად აგდებისთვის,  ბრალის წაყენება, პასუხის გება. ასევე მივმართავ თხოვნით საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერიას, სახალხო დამცველს, რომ მიღებულ იქნას კანონი, რომ ისჯებოდეს ამ ქვეყანაში ფორმიან ადამიანზე ძალადობა, ხელით შეხება, ერთხელ და სამუდამოდ იყოს უმკაცრესად დასჯადი. იყოს უმკაცრესი კანონი. გთხოვთ დაგვიცავით.", - წერს დავით გიგოლაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა