თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება - პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს - ჩვენ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ვრცელდება განცხადებები, რომ ევროპარლამენტში უკვე ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი გაიწვიოს“.

პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „მეგობარი დეფინიციითვე საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“.

„ზოგადად სერიოზულად არ ვუყურებ, რა თქმა უნდა, ასეთ შეფასებებს. ჩვენ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე საქართველოს მეგობარი ვერ იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა ასეთი ხალხისგან კარგს არაფერს ქართველი ხალხი არ ელის, მით უმეტეს, ჩვენ რეზოლუციები ნანახი გვაქვს, სადაც ტყუილს, დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით წერდნენ. მერე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ არის ეჭვი პოლიტიკური კორუფციისა, მათ შორის, რომ პოლიტიკური კორუფციის გავლენით, ასეთი შინაარსის ტექსტების მომზადება ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა