"რატომ გააკეთა ეს ქართულმა ოცნებამო?... ვიფიქრე და გამინათდა გონება - ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანებს გაზაფხულზე უმწვავდებათ ხოლმე ფსიქიკური აშლილობა" - ხმალაძე
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე ფეიბუქზე პოსტს აქვეყნებს:
დღეს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ მკითხა, - რატომ გააკეთა ეს ქართულმა ოცნებამო? ვერ ვუპასუხე, ვინაიდან თავის თავს არავინ უნდა ურტყამდეს. მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე და გამინათდა გონება - ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანებს გაზაფხულზე უმწვავდებათ ხოლმე ფსიქიკური აშლილობა. ამათაც, ეტყობა, ეს დაემართათ. ფსიქიკურად აშლილი ადამიანების ადგილი კი არა პარლამენტშია, არამედ... ეს, უკეთეს შემთხვევაში.