თეგებით ძიება

შსს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში, მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონით დაგდენილ გამოხატვის თავისუფლებას არ გასცდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა