თეგებით ძიება
05. 04. 2024 მსოფლიო

უახლესი ფოტოები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპების ქორწილიდან

ცოტა ხნის წინ ცნობილი სიამის ტყუპების - ები და ბრიტანი ჰენსელების ქორწინების ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა და მსოფლიო აალაპარაკა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კადრები სულაც არ არის ახალი - ისინი 2021 წელსაა გადაღებული.

ები და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ... ჰენსელების ოჯახში ერთ გოგონას ელოდნენ - თუმცა, ექიმები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც სამყაროს 2 მათგანი მოევლინა. 

გოგონები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ებიმ და ბრიტანიმ მართვის მოწმობაც აიღეს, თითოეულმა ცალ-ცალკე. გამოცდაც ინდივიდუალურად ჩააბარეს. გოგონები მშვიდად და შეთანხმებულად მართავენ მანქანას. შესანიშნავად ატარებენ ველოსიპედს და უკრავენ ფორტეპიანოზე ორ ხელში.

სულ ცოტა ხნის წინ „წყვილის“ ქორწილიდან აქამდე უცნობი ფოტოები გავრცელდა, აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ებბიმ თავისი ტყუპისცალი მეჯვარედაც კი არ წაიყვანა და ეს მისია უფროს დას დააკისრა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა