„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე" — IDU-ს რეზოლუცია
„საერთაშორისო დემოკრატიის კავშირმა” საქართველოში რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ რეზოლუცია მიიიღო.
„საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი” არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსი. IDU, რომლის სათაო ოფისი გერმანიაში, მიუნხენში მდებარეობს, შედგება 84 სრული და ასოცირებული წევრისაგან 65 ქვეყნიდან. IDU-ს წევრებს შორის არის EPP – ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტია.
საქართველოს შესახებ დღეს, 5 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში წერია:
„ქართველი ხალხის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არაერთხელ გამოვლენილი მტკიცე ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით;
ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციაში აღნიშნული 9 ნაბიჯის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმულია შესაბამისი რეფორმების განხორციელების აუცილებლობა, რათა აღმოიფხვრას დეზინფორმაცია და მანიპულირება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება საქართველოში;
ვინაიდან, 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე წინააღმდეგობა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას საქართველოში;
ვინაიდან, IDU მხარს უჭერდა და მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ არსებითი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების დათქმით;
ვინაიდან, რუსული ტიპის „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი შემოღება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნისთვის აღებულ ვალდებულებას;