თეგებით ძიება
05. 04. 2024 ვიდეო

კადრები ზუგდიდიდან, სადაც დევნითლა დასახლებაში ქალი თოკით გაგუდეს, მისი მეუღლე კი დანით დაჭრეს

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "ტვ პირველის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გაამთენიისას სცადეს. 

არსებული ინფორმაციით, ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.

სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა